ბელორუსიაში პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ ოპოზიციონერს

ბელორუსიაში 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციის აქტივისტ მიკიტა ხიავიდს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ლიხავიდი, რომელიც ოპოზიციურ ჯგუფ „ზა სვაბოდუს“ წევრია, გაასამართლეს ბელორუსიაში 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალდების საფუძველზე. ის მერვე აქტივისტია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა მინსკში არასანქცირებული მიტინგის ორგანიზების, ან მასში მონაწილეობის გამო. უფლებადამცავმა ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენალმა დღეს მოითხოვა, გათავისუფლებულ იქნეს საპროტესტო აქციების ყველა დაკავებული მონაწილე.