საერთაშორისო კოალიცია კადაფის ძალებს უტევს

საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დარტყმებმა მიზანში ამოიღეს ლიბიის სამთავრობო ძალები, რომლებიც ოპოზიციის მებრძოლებს უტევენ, რას ლანუფის პორტის სიახლოვეს. როგორც იუწყებიან, რას ლანუფის თავზე დღეს საჰაერო ბრძოლა წარმოებდა. ოპოზიცია ტაქტიკურად იხევს უკან - ამით სამთავრობო ძალები ღია სივრცეში გაჰყავს, სადაც ისინი ნატოს საავიაციო ძალების სამიზნე ხდებიან. აშშ და ბრიტანეთი არ გამორიცხავენ კადაფის დამხობისთვის მებრძოლი ლიბიის ოპოზიციის იარაღით მომარაგებას.