ჰოლანდიაში პარლამენტარს სიძულვილის ენის გამოყენების ბრალდებით ასამართლებენ

ამსტერდამის სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, გაგრძელდეს პარლამენტარის, გირტ ვილდერსის სასამართლო პროცესი სიძულვილის ენის გამოყენების ბრალდებით. ვილდერსი ანტი-იმიგრაციული შეხედულებებით არის ცნობილი. ის ისლამს ფაშიზმს ადარებს და ყურანის აკრძალვას მოითხოვს. ვილდერსი - რომელიც თავისუფლების პარტიას ხელმძღვანელობს - ბრალდებას უარყოფს. მისი კრიტიკოსები კი თვლიან, რომ ვილდერსის განცხადებებს ჰოლანდიაში მუსულმანთა დისკრიმინაციის გაძლიერება მოჰყვა.