პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, 13 ადამიანი შეიწირა

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული მოტოციკლის აფეთქების შედეგად. თავდასხმა მოეწყო პოლიციის ბლოკ-პოსტთან ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ქალაქ სვაბიში. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის, სულ ცოტა, ერთი პოლიციელია.