თეთრი სახლი რუსეთში დემონსტრანტების დაკავებას ეხმაურება

თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს მოსკოვსა და პეტერბურგში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების გამო. ამის შესახებ იტყობინება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ტომი ვიეტორი. მისი განცხადებით, თავისუფალი შეკრების გარეშე ვერ შეიქმნება კონკურენტული გარემო დეკემბერში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. რუსეთის პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ბორის ნემცოვი და ედუარდ ლიმონოვი მას მერე დააკავა, რაც ისინი ჩართული იყვნენ მსვლელობაში, რომელიც ყოველი თვის 31 რიცხვში იმართება. პროტესტი უკავშირდება რუსეთის კონსტიტუციის 31 მუხლს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას იძლევა.