რადიოჟურნალი - 877-ე გამოშვება

დევნილი ბავშვი

რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ შინაარსი: დისკუსია დევნილთა ინტეგრაციის გარშემო, რომელიც „ჰაინრიხ ბიოლის ფონდში“ გაიმართა. სოციალურ ქსელებს ჩვენი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა შეუძლიათ. გაეცნობით იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს რომანის, „ვარდის სახელის“ ქართულ თარგმანს. პიანისტი ეკატერინე გორდელაძე იქნება რადიოჟურნალის სტუმარი და ბოლოს მოისმენთ დედით ირანელი კინორეჟისორის, რაფი პიტსის მოსაზრებებს.