საქართველო არ ფლობს ოფიციალურ ინფორმაციას ისრაელში აფხაზური დელეგაციის ვიზიტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ისრაელში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. ამასთან, თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელთა მიერ საზღვარგარეთ კონტაქტების დამყარების შესახებ ინფორმაციაზე საქართველოს მთავრობა შესაბამის რეაგირებას ყოველთვის ახდენს.