კალაშოვს ესპანეთში პატიმრობის ვადა გაუზარდეს

ესპანური მედიის ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტ ზაქარია კალაშოვს ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ პატიმრობის ვადა შვიდნახევრიდან ცხრა წლამდე გაუზარდა. ასევე გაიზარდა მასზე დაკისრებული გადასახადი - 20 მილიონი ევროდან 22,5 მილიონ ევრომდე. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით კალაშოვი ქართულ მხარეს მას შემდეგ გადაეცემა, რაც სასჯელის სამ მეოთხედს მოიხდის.