ირანში გაზსადენები აფეთქდა

ირანიდან იუწყებიან, რომ სამ გაზსადენზე მოხდა აფეთქებები. მიზეზი ცნობილი არ არის. ნახევრად ოფიციალური სააგენტოს, „მეჰრის“ თანახმად, აფეთქებები მოხდა ყომის პროვინციაში, ჩრდილოცენტრალურ რეგიონში. სააგენტო დეტალებს არ ავრცელებს.