ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგორის საარჩევნო უბანში, საპარლამენტო არჩევნების დღეს ბომბი აფეთქდა. როგორც იტყობინებიან, თავდასხმის შედეგად, რომელიც შუადღისას მოხდა, ხუთიდან ათამდე ადამიანი დაიღუპა. იმ დროისთვის საარჩევნო უბანში სამასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მიმდიარეობს გამოძიება.