კადაფის ლოიალისტებმა მეამბოხეებს ქალაქ აჯდაბიის მიმართულებით დაახევინეს

ლიბიაში მუამარ კადაფის ლოიალისტებმა მეამბოხეებს თითქმის ქალაქ აჯდაბიიამდე დაახევინეს უკან მას მერე, რაც ამ უკანასკნელთ 80 კილომეტრით წაიწიეს დასავლეთისკენ, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ცენტრის, ქალაქ ბრეგის მიმართულებით. ლოიალისტებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა საპორტო ქალაქ მისრათაშიც. იტყობინებიან, რომ არის მსხვერპლი მეამბოხეებსა და სამოქალაქო პირებს შორის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა შვიდი ტანკი გაანადგურეს მისრათისა და აჯდაბიის მიდამოებში. გრძელდება დიპლომატიური მცდელობა ზავის მისაღწევად.