ლიბიელი მეამბოხეები არ ცვლიან კადაფის გადადგომის მოთხოვნას

ლიბიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ისინი განიხილავენ აფრიკის კავშირის მიერ შეთავაზებულ გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა თვლიან, რომ ცეცხლის შეწყვეტა კადაფის გადადგომის პირობით მოხდება. დღეს აფრიკის ლიდერთა დელეგაცია ლიბიელ მეამბოხეთა ლიდერებს შეხვდება.