მინსკში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში არასლავური გარეგნობის მამაკაცია ეჭვმიტანილი

ბელორუსიის კაგებემ განაცხადა, რომ არასლავური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცია მთავარი ეჭვმიტანილი ორშაბათს მინსკში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში. კაგებეს ხელმძღვანელის, ვადიმ ზაიცევის სიტყვებით, ეჭვმიტანილი არის დაახლოებით 27 წლამდე ასაკის, სპორტული აღნაგობის, აცვია ყავისფერი პალტო და შალის ქუდი. გარდა ამისა, ზაიცევის თქმით, დაპატიმრებულია სამი პირი. მინსკის მეტროში მოწყობილი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა, მათგან 22 კრიტიკულ მდგომარეობაშია.