ავღანეთში ახალი ქვედანაყოფი გაემგზავრა

749 სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა 12 აპრილს ავღანეთში. საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. გაცილების ცერემონია 12 აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროის დევი ჭანკოტაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის სახმედრო წარმომადგენლები დაესწრნენ. გაცილების ცერემონიალზე 33–ე ბატალიონს მისიაში მონაწილეობისთვის საბრძოლო დროშა გადაეცა. ქართველმა ჯარისკაცებმა ლოცვა–კურთხევა მიიღეს. ქვედანაყოფი როტაციის წესით ავღანეთში მყოფ 32-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩაანაცვლებს და ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს კოალიციური სარდლობის დავალებებს ჰელმანდის პროვინციაში. ქართული სამხედრო მისია ავღანეთში 2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო, ხოლო საქართველო 1000-მდე ჯარისკაცით ნატოს ათ უდიდეს სახელმწიფოებთა შორისაა. 2 წლის განმავლობაში საქართველოს არმიამ ავღანეთში მოკლულის სახით 7 ჯარისკაცი დაკარგა. საბრძოლო მოვალეობის შერულებისას კი 20-მდე სამხედრო მოსასამხურემ მიიღო სხვადასხვა სახის ჭრილობა.