დღეს სერგეი ბაგაფშმა გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დღეს გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღო - ამის შესახებ სოხუმის ტელევიზია იუწყება. მისივე ცნობით, ტურიზმის განვითარებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის საკითხების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ გერმანული მხარის მიერ შეთავაზებული პროექტების შესასწავლად სამთავრობო ჯგუფი შეიქმნება. კონკრეტულად ვინ იმყოფება გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში, ამის თაობაზე სოხუმის ტელევიზია არაფერს იუწყება.