თურქეთში ძებნილად გამოცხადდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე

თურქეთის პოლიციამ ძებნილად ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. სტამბოლში საქართველოს კონსულის ზურაბ პატარაძის განმარტებით, მოქალაქეებს რომელთა ვინაობა მისთვის ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მომხდარის გამო, საქართველოს საკონსულო სტამბოლის პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობს.