ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის სამი სამხედრო დაიღუპა

დღეს ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ორ სხვადასხვა ინციდენტში. შაბათს კი საერთაშორისო კონტინგენტის ხუთი და ავღანეთის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა ერთობლივ სამხედრო ბაზასთან მომხდარი აფეთქებისას, რომელიც ავღანეთის არმიის ფორმიანმა თვითმკვლელმა განახორციელა.