ირანში გადადგა დაზვერვის მინისტრი

ირანში გადადგა დაზვერვის მინისტრი ჰეიდარ მოსლეჰი. როგორც ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნა იტყობინებოდა კვირას, პრეზიდენტმა მოჰამად აჰმადინეჟადმა მოსლეჰის გადადგომა მიიღო და ის უშიშროების საკითხებში თავის მრჩევლად დანიშნა. ირნას დეტალები არ მოჰყავს. ნახევრადოფიციალური სააგენტო ფარსის ცნობით, მინისტრი განთავისუფლებულ იქნა.