გოგა ჯღარკავას ბრალდება თურქეთში ჩადენილი მკვლელობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 30 წლის გოგა ჯღარკავა, რომელსაც ბრალად ედება ქ. სტამბოლში, სასტუმრო ,,ბაჰარის" მეპატრონის - ნუსრით შაქარისა და მისი მეგობრის - როზა ისმაილოვას მკვლელობა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სამი მოწმის ჩვენება, რითაც დასტურდება ჯღარკავას მონაწილეობა აღნიშნულ მკვლელობაში. გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ გოგა ჯღარკავა მკვლელობის პერიოდში ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე და რომ თურქეთ-საქართველოს საზღვარი მან მკვლელობის მეორე დღეს გადმოკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ბრალდებული ჯღარკავა 2007 წელს, სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით გასამართლდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წელს.