მუბარაქს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა კიდევ 15 დღით გაუხანგრძლივა პატიმრობის ვადა ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს. ამჟამად მუბარაქი დაცვის ქვეშ იმყოფება შარმ-ალ-შეიხის საავადმყოფოში, სადაც დღეს გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა. მუბარაქი ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა მკვლელობის თანამონაწილეობასა და კორუფციაშია ეჭვმიტანილი.