პაკისტანში ექსტერმისტებმა 14 სამხედრო დახოცეს

პაკისტანის უსაფრთხოების ძალების 14 თანამშორმელი დაიღუპა სამხრეთ-დასავლეთ რაიონში თალიბების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პაკისტანის სამხედრო უწყების თანახმად, თავდასხმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე განლაგებულ ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოზე მოხდა. იმავე წაყროს ცნობით პარასკევს 22 ადამიანი დაიღუპა ამერიკის უპილოტო სამხედრო თვითმფრინავის სარაკეტო იერიშის შედეგად. უპოლოტო საფრენმა აპარატმა დაბომბა სახლი, რომელშიც მემაბოხეები იმყოფებოდნენ. სამხედრო იერიში განხორციელდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მირ-ალიში, რომლის მახლობლად ისლამისტი მეამბოხეების მთავარი საყრდენი პუნქტებია განლაგებული.