ქრისტიანები წმინდა ცეცხლის გადმოსვალას ზეიმობენ

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის -საქართველოდან. სწორედ ქართველი მორწმუნეები ჩაიტანენ წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს და აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გაავრცელებენ. ქრისტიანული გადმოცემით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.