გროზნოში ორი მეამბოხე მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში ორი მეამბოხე მოკლეს ორშაბათს გროზნოში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს სახლს, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ევაკუაციის შემდეგ მეამბოხეებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს და, რახან მეამბოხეებმა ცეცხლი გახსნეს, დაიწყო იერიში, რომლის დროსაც ისინი მოკლულ იქნენ. როგორც იუწყებიან, აღმოჩენილია იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.