პრაღაში გაიმართა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

Your browser doesn’t support HTML5

24 მაისს პრაღაში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგანგებო წარმომადგენლების, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთი შესრულებულად მიიჩნევს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აპირებს მიუბრუნდეს ამ პრობლემას, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მოწოდებების მიუხედავად. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ დრამატულ ფაქტებზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებზე. „ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გავჩერდებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.