რა არის crowdfunding და რატომ უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენება

თემო ბარათაშვილი

Crowdfunding - ესაა პრინციპი, რომელიც ეხმარება ადამიანებს იდეებითა და ინოვაციებით მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამას მეორე მხარეც აქვს - crowdfunding ასევე ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც სურთ ფული ჩადონ თავიანთთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში საინტერესო იდეების საპოვნელად. ესაა საქმის წარმოებისა და წარმატების მიღწევის ახლებური ფორმა, რომელმაც უკვე შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. პრინციპი მარტივია: შედიხართ საიტზე და წერთ თქვენს იდეას, როგორ აპირებთ მისთვის ფრთების შესხმას, თუ რატომაა საჭირო ამ იდეის დაფინანსება. სხვები კი გადახედავენ თქვენს პროექტს და გეხმარებიან: 10, 20 ან, შეიძლება, 100-1000 დოლარით. საბოლოოდ კი, შესაძლოა, რამდენიმე ათასი ან მილიონი დოლარიც მოაგროვოთ. გააჩნია, რამდენად დაინტერესებულნი არიან. Crowdfunding-ის შესახებ დღეს პროგრამის სტუმარია თემო ბარათაშვილი, ideahub.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი.

Your browser doesn’t support HTML5

ახალგაზრდობა