აქცია არქეოლოგიურ ცენტრთან

Your browser doesn’t support HTML5

30 მარტს საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა თბილისის არქეოლოგიურ ცენტრთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, მათი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ცენტრის შენობას გასხვისებას, თანამშრომლებს კი სხვა ბაზაზე, კერძოდ, ქსანში გადაყვანას უპირებს. აღნიშნულს არ ადასტურებენ ქონების მართვის სააგენტოში. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ შენობის გასხვისება არც შეუძლიათ, რადგან ის, სარგებლობის უფლებით, მუზეუმს აქვს გადაცემული.