ყირგიზეთის ოპოზიცია მთავრობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

Your browser doesn’t support HTML5

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის შენობათა კომპლექსთან გაიმართა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალმამბეტ შიკმამატოვის მხარდამჭერი აქცია. საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა შიკმამატოვი დაკითხვაზე დაიბარეს. ყირგიზეთის მთავრობა კორუფციის ბრალდებებით გამოძიებას აწარმოებს ოპოზიციური პარტია „ატა მეკენის“ სხვა წევრების მიმართაც. მათი მხარდამჭერები მთავრობას ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის განხორციელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, შიკმამატოვის გათავისუფლებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ.