ლუკაშენკო: დასავლეთთან ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი არ შეიძლება მოგვარდეს აშშ-ის ჩარევის გარეშე. ეს კომენტარი მან ოთხშაბათს გააკეთა მინსკში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილესთან, მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას. მან აშშ-ს უწოდა „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნა, რომელთანაც ყველა ქვეყანა თანამშრომლობს“. ლუკაშენკომ ასევე მაღალი შეფასება მისცა მინსკსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. მისი თქმით, ურთიერთობები „ახალ ფაზაში“ შევიდა.