ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტთა შეხვედრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 14 ივლისს ბაქოში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლა. ეს არის უკრაინის ლიდერის პირველი ვიზიტი ბაქოში, მას შემდეგ, რაც პოროშენკო 2014 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის თაობაზე.