ამალ კლუნი დახმარებას სთავაზობს ხადიჯა ისმაილოვას

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, განიხილავს ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადვოკატის, ამალ კლუნის წინადადებას. კლუნიმ ისმაილოვას დაცვის სურვილი გამოთქვა. ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის მეუღლეს წარსულში გახმაურებული საქმეები უწარმოებია ეგვიპტეში, სომხეთსა და მალდივის რესპუბლიკაში. 2015 წელს ისმაილოვას აზერბაიჯანში 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა ბრალდებებისთვის, რომლებიც, საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, კავშირშია ისმაილოვას მიერ კორუფციის შემთხვევების გამოძიებასთან აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.