აზერბაიჯანი ევროკავშირთან ურთიერთობის გადასინჯვას იმუქრება

აზერბაიჯანმა უარი თქვა ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტზე და იმუქრება, რომ გადასინჯავს მის ურთიერთობას ევროკავშირთან მას შემდეგ, რაც ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ბაქოს, რომ გაათავისუფლოს საპატიმროში მყოფი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა და უფლებათადამცველი აქტივისტები. „ევროკომისიის ვიზიტის გაუქმება დაკავშირებულია აზერბაიჯანის თაობაზე მიღებულ მიკერძოებულ რეზოლუციასთან“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 სექტემბრის განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ევროკავშირში მძლავრობს ანტიაზერბაიჯანული და ანტიისლამური ტენდენციები, - ბაქო გადასინჯავს მის ურთიერთობებს ევროკავშირთან. 9 სექტემბერს ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მკაცრი პასუხი გასცეს აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესიებს და იმსჯელოს წერტილოვან სანქციებსა და ვიზების აკრძალვაზე იმ პოლიტიკოსების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც რეჟიმის ოპონენტთა პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ.