ბერლინის კედელი: აღმართვიდან ნგრევამდე

1961 წლის აგვისტო. კედლის მშენებლობა ბერნაუერ შტრასეზე.

კედლის მშენებლობის სამუშაოები ბრანდენბურგის ჭიშკართან. სურათი გადაღებულია 1961 წლის 20 ნოემბერს.

1963 წლის ივლისი. დასავლეთბერლინელი ბიჭები "ჩეკპოინტ ჩარლის" სახელით ცნობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, ბერლინის ამერიკულ სექტორში.

1963 წლის 26 ივნისი, ბერლინის შიონებერგის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი წარმოთქვამს თავის ლეგენდარულ სიტყვას "Ich bin ein Berliner" ("მე ბერლინელი ვარ").

1968 წლის ივნისი. ბრანდენბურგის ჭიშკარი მავთულხლართის ფონზე.

1968 წლის ივნისი. "ჩეკპოინტ ჩარლის" სახელით ცნობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

1968 წლის ივნისი. კედლის ხედი დასავლეთის მხრიდან. უკანა პლანზე მოჩანს აღმოსავლეთ ბერლინის ნაწილი.

1984 წლის 29 აპრილი. ბერლინის კედლის დასავლეთი მხარე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მხატვრებისთვისა თუ მოყვარული ხელოვანებისთვის მოღვაწეობის პოპულარულ სარბიელად იქცა. კედლის აღმოსავლეთი ნაწილი მის დანგრევამდე ხელუხლებელი (და მოუხატავი) რჩებოდა.

1986 წლის 18 ივლისი. ორად გახლეჩილი ბერლინის ხედი "ჩეკპოინტ ჩარლის" მახლობლად.

1989 წლის 9 ნოემბერი, საზღვარი გაიხსნა. ბერლინელები კედლის ნატეხებს ახლა მხოლოდ სამახსოვროდ თუ შეინახავენ.

1989 წლის 9 ნოემბერი. შლაგბაუმი გაიხსნა.

1989 წლის 10 ნოემბერი. ასე ეგებებოდნენ ერთმანეთს აღმოსავლეთბერლინელები და დასავლეთბერლინელები.

1989 წლის 11 ნოემბერი, ბავარიის ავტობანი A9. გდრ-იდან დასავლეთისკენ მიმავალი "ტრაბანტის" მარკის ავტომანქანები რუდოლფშტაინის ყოფილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.

1989 წლის 11 ნოემბერი. პოტსდამის მოედნის მახლობლად გდრ-ის არმიის ჯარისკაცები და პოლიციელები ცდილობენ, დააკავონ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადასვლის მოსურნენი.

1989 წლის 12 ნოემბერი, ბერლინის პოტსდამის მლედანი. გდრ-ის ბულდოზერმა და ამწემ ერთად დაანგრიეს კედლის ერთი სექტორი, სადაც ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოწყობა იგეგმებოდა.