ვაშინგტონში შეტაკება მოხდა თურქეთის საელჩოსთან

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონში, თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შეტაკება მოხდა, ერთი მხრივ, საელჩოს დაცვასა და რეჟეპ ტაიპ ერდოანის მომხრეებს და, მეორე მხრივ, ქურთ და სომეხ დემონსტრანტებს შორის. პოლიციის ჩარევის შედეგად დაკავებულია ორი ადამიანი. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ერდოანი ესტუმრა თეთრ სახლს, სადაც გააკრიტიკა აშშ-ის მხარდაჭერა სირიაში ქურთების მილიციის მიმართ. („ამერიკის ხმის“ ვიდეო)