ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეათე

ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დავით ჩაკვეტაძე (85 კგ-მდე წონითი კატეგორია), რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში რუსეთის სახელით იასპარეზა. 

ფინალში დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელ ჟან ბელენიუკს სძლია.

მძიმე წონის მოკრივეთა ფინალური შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ ევგენი ტიშჩენკოსა (მარცხნივ) და ყაზახ ვასილი ლევიტს შორის. არაერთი მიმომხილველის აზრით, ორთაბრძოლა ლევიტის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება ტიშჩენკოს მიაკუთვნეს. დარბაზი ამ გადაწყვეტილებას სტვენითა და პროტესტის შეძახილებით შეხვდა.

ამ საფინიშო ნახტომის წყალობით ბაჰამელმა შონეი მილერმა ოქროს მედალი მოიპოვა 400 მეტრზე რბენაში.

ნიდერლანდელი ტანმოვარჯიშე სანე ვევერსი დვირზე ასპარეზობისას.

რუსლან ნურუდინოვს სამშობლოში "უზბეკეთის სიამაყეს" უწოდებენ. ამ სპორტსმენმა გაიმარჯვა 105 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსანთა ტურნირში და თავის ქვეყანას სპორტის ამ სახეობაში პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა.

მძლეოსანთა შეჯიბრების განრიგში აქტიურად ჩაერია წვიმა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირში (130 კგ-მდე წონითი კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აზერბაიჯანელმა საბაჰ შარიათიმ (მარცხნივ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან გერმანელ ედუარდ პოპს სძლია.

იტალიელმა რაკელე ბრუნიმ ვერცხლის მედალი მოიგო 10 კილომეტრზე მარათონულ ცურვაში. პირველი ადგილი ნიდერლანდელ შარონ ვან როუვენდაალს ერგო.

ამერიკელმა მძლეოსანმა სემ კენდრიქსმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჭოკით მხტომელთა შეჯიბრებაში.

უნგრეთის წყალბურთელ ქალთა ნაკრების მეკარემ ედინა განგლმა ეს-ეს არის , აშკარა გოლისგან იხსნა თავისი კარი.

უამინდობამ შეაფერხა "470"-იანთა კლასის შეჯიბრება აფროსნობაში - ნავები პორტში ბრუნდებიან.

60 კგ-მდე წონითი კატეგორიის მოკრივე ქალთა ორთაბრძოლა: ანასტასია ბელიაკოვა (რუსეთი)-მიკაელა მაიერი (აშშ).

მძლეოსანი ვაჟები 3000 მეტრზე რბენაში (წინაღობებით) ასპარეზობისას.

პოლონელმა უროს მტყორცნელმა ანიტა ვლოდარჩიკმა ოლიმპიურ "ოქროს" მსოფლიო რეკორდიც დაურთო.