ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეექვსე

ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა (100 კგ-მდე წონითი კატეგორია) ეს წუთია, დაამარცხა აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი და გახდა თავისი ქვეყნის პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექა ღვინიაშვილისა (საქართველო) და სირილ მარეს (საფრანგეთი) შერკინება 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირში. გამარჯვება მარეს დარჩა.

თურქეთისა და ბელორუსიის კალათბურთელ ქალთა მატჩის მომენტი.

მაიკლ ფელპსი 200 მეტრზე კომპლექსური ცურვის სტარტზე. ამ დისტანციაზე 31 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა რიოში მიმდინარე თამაშების მეოთხე და თავისი ოლიმპიური კარიერის 22-ე ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 13 - ინდივიდუალურ დისციპლინებში).

200 მეტრზე გულაღმა ცურვაში გაიმარჯვა რაიან მერფიმ (აშშ).

50 მეტრზე პნევმატური შაშხანით სროლაში (ქალთა შორის) ძალებს ცდის ირანელი მალაღა ჯამბოზორგი.

დიდი ბრიტანეთის ბადმინტონისტთა წყვილი ჰეზერ ოლვერი (მარცხნივ) და ლორენ სმითი მალაიზიელ მეტოქეებთან მატჩის დროს.

მაყურებლები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური პარკისკენ მიემართებიან.

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მოწოდებაზე ვარჯიშობს ფრანგ ჟილ სიმონთან შეხვედრის წინ.

ესპანეთისა და უნგრეთის წყალბურთელთა ეროვნული გუნდების მატჩის პირველი წამები.

ტანმოვარჯიშე ქალთა ასპარეზობაში თავი გამოიჩინეს ამერიკელმა სპორტსმენებმა. მრავალჭიდში გაიმარჯვა სიმონ ბაილსმა (მარცხნივ), ხოლო ვერცხლის მედალი მისმა თანაგუნდელმა ელი რაისმანმა მოიპოვა.

ოლიმპიური ასპარეზობა აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ერთმანეთს ეჯიბრებიან აშშ-ის, ნიდერლანდისა და ახალი ზელანდიის (მარცხნიდან მარჯვნივ) რვაადგილიანი ნავები.

ავსტრალიელი ცხენოსანი ლინდა ოუტლი და მისი ცხენი სანდრო ბოი 9.
 

შეჯიბრება საწყლოსნო სლალომში. ოლიმპიურ დისტანციაზეა უკრაინელი ვიქტორია უსი.

დიდი ბრიტანეთის ველომრბოლელთა "კვარტეტი" 4 კმ-ზე გამოდევნებით რბოლისას.

დაშნით მოფარიკავე ქალთა მეოთხედფინალური შეხვედრა ჩინელ ანკი სუსა (მარცხნივ) და უკრაინელ ოლენა კრივიცკას შორის.

ჩინელმა ლი დუმ ეს-ეს არის, დაამთავრა წოლელა სროლა, დანარჩენები ჯერაც "ცეცხლის ხაზზე" არიან (50 მეტრზე პნევმატური შაშხანით სროლა).

ამერიკელი სიმონ მანუელი 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ფინალური გაცურვის შემდეგ. მან და კანადელმა პენი ოლეკსიაკმა ერთნაირი დრო აჩვენეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

გოლფის ოლიმპიური ასპარეზობის მონაწილე, ბრაზილიელი ადილსონ და სილვა.