ბავშვების შრომა მაღაროებში და მინდვრებზე

11 წლის ნურბეკი ათზე მეტ სხვა ბავშვთან ერთად მუშაობს სამხრეთ ყირგიზეთში, სულუკტის მაღაროში.

ბავშვები სულუკტის ქვანახშირის მაღაროში, სამხრეთ ყირგიზეთში

ხანის ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრებიც კი მუშაობენ აგურის გამოსაწვავ საწარმოში ავღანეთის ნანგარჰარის პრივინციაში. ისინი მამის ვალების გასასტუმრებლად მუშაობენ.

8 წლის ჰამიდა ხანი ერთ-ერთი ბავშვია, ვინც მშობლების ვალის გასასტუმრებლად აგურის გამოსაწვავ საწარმოში მუშაობს ნანგარჰარში.

ქუჩის გამყიდველები ბასრაში, სამხრეთ ერაყში.

ბასრაში ნორჩი ქუჩის მოვაჭრე სავარაუდო მყიდველს ესაუბრება.

ყირგიზი ბავშვი თიხის აგურებს გასაყიდად ამზადებს.

ყირგიზი ბავშვები თიხის აგურების გასაკეთებლად ტალახს ამზადებენ.

ბავშვი აგროვებს ბამბას ოშში, სამხრეთ ყირგიზეთში. ბავშვებს ყირგიზეთსა და უზბეკეთში ხშირად აგზავნიან მინდვრებში ბამბის ხელით შესაგროვებლად. 

ბავშვები ბამბას კრეფენ ოშში. 

უზბეკი გოგონა ბამბის ტომრით ხელში.

თურქმენეთში, ლებაპის რეგიონში ბავშვები სატვირთო მანქანაზე მუშაობენ. 

ქუჩის ახალგაზრდა გამყიდველები თურქმენეთში.

ტვირთების გადაზიდვა თურქმენეთში. 

ახალგაზრდა გოგო ტკბილეულობას ყიდის ერაყში, ქალაქ კუტში. 

ბავშვებს მძიმე ტვირთი გადააქვთ ფეშავარში, ჩრდილოეთ პაკისტანში. 

პაკისტანში, კარაჩის ნავსადგურში, 10 წლის ზაქირი თევზს ჭრის. ის ერთი დღის სამუშაოსათვის 200 პაკისტანურ რუპიას (2.20 დოლარს) შოულობს.