„შტაზი“ - ორუელის სისტემა „ანტიფაშისტურ ქვეყანაში“ (ნაწილი პირველი)

Your browser doesn’t support HTML5

აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის - იმავე ”შტაზის” - დოკუმენტების ნახვის შემდეგ გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კომუნისტურ გერმანიაში იქმნებოდა საყოველთაო თვალთვალისა და მოსმენის ორუელისებური სისტემა. ორუელის რომან „1984“-ს იხსენებს თითქმის ყველა რესპონდენტი, რომელიც „წითელი ზონის“ ავტორმა, გიორგი გვახარიამ, ბერლინში გადაცემის მომზადების დროს ჩაიწერა. გადაცემა, რომელიც „შტაზის“ ისტორიას ასახავს, ორი ნაწილისგან შედგება. პირველ გადაცემაში გიამბობთ „შტაზის“ შექმნის მიზეზებზე, უშიშროების სამსახურის მუშაობის თავისებურებებსადა იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება „შტაზის“ აგენტებმა ჯოჯოხეთად აქციეს. (მეორე ნაწილი იხ. აქ)