COVID-19: სახელდახელო ჰოსპიტლები თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ეკლესიებში

COVID-19-ით დაავადებული პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო იზრდება საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების დეფიციტი. კლინიკების განტვირთვის მიზნით მედიკოსები სხვადასხვა სივრცეს იყენებენ სახელდახელო ჰოსპიტლების მოსაწყობად.

(სურათზე ზევით: სერბეთის სამხედროები ბელგრადის ბაზრობის შენობაში საწოლებს დგამენ კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების განსათავსებლად. 24 მარტი.)

სერბეთის ჯარისკაცები კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების განსათავსებლად საწოლებს ამზადებენ ბელგრადის ბაზრობისთვის განკუთვნილ დარბაზში. 24 მარტი.

ირანის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ ცენტრად გადაკეთდა. თეირანი, 4 აპრილი.

სპეციალურ დამცველ აღჭურვილობაში ჩაცმული პერსონალი თეირანის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში მოწყობილ სახელდახელო ჰოსპიტალში, რომელიც COVID-19-ით დაავადებულებისთვისაა განკუთვნილი. 26 მარტი.

მედპერსონალი და პაციენტები ფანციანის ჰოსპიტალ-თავშესაფარში, რომელიც სახელდახელოდ შეიქმნა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჩინეთის ქალაქ უჰანში. 14 თებერვალი.

ჩინეთის ქალაქ უჰანში, კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრში, ეს სპორტული დარბაზი სახელდახელო საველე საავადმყოფოდ გადაკეთდა.

მედმუშაკი ჩქაროსნული მატარებლის ფანჯარაში იყურება. მატარებელს კორონავირუსით ინფიცირებულები გადაჰყავს პარიზიდან ბრეტანში. 1 აპრილი.

მედპერსონალი და პაციენტები ჩქაროსნული მატარებლის ვაგონში პარიზის „აუსტერლიცის სადგურზე“. 1 აპრილი.

ჩრდილოეთ მაკედონიელი ჯარისკაცები საწოლებს ამზადებენ ახალი მობილური საველე ჰოსპიტლისთვის სკოპიეს ინფექციურ დაავადებათა საუნივერსიტეტო კლინიკის გვერდით. 31 მარტი.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ინფექციურ დაავადებათა საუნივერსიტეტო კლინიკის გვერდით მოწყობილი ახალი მობილური საველე ჰოსპიტალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ემზადება. 31 მარტი.

აშშ-ის სამხედროები ნიუ-იორკის ჯავიტსის საკონფერენციო ცენტრში მოწყობილ კაბინებს შორის, როცა მანჰეტენში კორონავირუსის ინფექციამ იფეთქა. 3 აპრილი.

საავადმყოფოს საწოლები ნიუ-იორკში, მანჰეტენში მდებარე იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარში. 8 აპრილი.

მედპერსონალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ათავსებს საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავში. ლუქსემბურგის ფინდელის აეროპორტი, 3 აპრილი.

მედპერსონალი საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავში, Airbus A330 Phenix-ში მუშაობისას. 27 მარტი.

COVID-19-ის პაციენტებისთვის საწოლებს ამზადებენ პაკისტანის ქალაქ ლაჰორის საგამოფენო ცენტრში. 26 მარტი.

ნიდერლანდელი მუშები როტერდამის საკონცერტო დარბაზში, რომელსაც მაისში უნდა ემასპინძლა ევროვიზიის კონკურსისთვის. ღონისძიება გაუქმდა და შენობა სახელდახელო ჰოსპიტლად გადაკეთდა.

ავღანელი მუშები აწყობენ 100-საწოლიან სახელდახელო ჰოსპიტალს ავღანეთის ქალაქ ჰერათში, რომელიც ავღანეთში COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრია. 29 მარტი.

მოხალისეები შესვენებისას სერბეთის ქალაქ ნოვი სადში. ისინი კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის საწოლებს დგამენ ნოვი სადის ბაზრობის ტერიტორიაზე. 27 მარტი.

გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი კიოლნის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ბერგამოში გასაფრენად ემზადება. 28 მარტი.

მედმუშაკი ხელთათმნებს იცვამს მატარებლის ვაგონში, რომელიც დროებით საკარანტინო სივრცედ გამოიყენება პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში.

სასწრაფო დახმარების მანქანები ადიან იტალიის ქალაქ გენუის პორტში მდგარ გემზე, რომელიც საავადმყოფოდ გადაკეთდა. 23 მარტი.