დანაშაულის მოტივი - გენდერული იდენტობა

Your browser doesn’t support HTML5

პირველ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს. მან 28 იანვარს ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე, როდესაც დანაშაულის მოტივად მიჩნეულ იქნა გენდერული იდენტობა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამავე ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის ნოემბერში ცნო დამნაშავედ ერთი პირი, რომელსაც მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2008-2017 წლებში მსოფლიოს 71 ქვეყანაში გენდერული იდენტობისათვის მოკლეს 2 609 ტრანსგენდერი ადამიანი, მათგან 325 - 2017 წელს.