დღის ფოტოები: ოქტომბერი, 2016 წ.

ოჯახებს, რომლებსაც ერაყის ქალაქ მოსულისთვის ბრძოლების გამო სახლების მიტოვება მოუწიათ, სურსათს ურიგებენ. 

ქალაქ ეკატერინბურგში რუსეთის კულტურისტების ჩემპიონატში მონაწილე ქალი გამოსვლისთვის ემზადება.

მიგრანტები საფრანგეთის ქალაქ კალეში ელოდებიან "ჯუნგლების" სახელით ცნობილი სახელდახელო ბანაკიდან გადაყვანას. 

ერაყელი ბავშვები მოსულის სამხრეთით მდებარე სოფელ ალ-ხუვაინიდან, საიდანაც ერაყის სამთავრობო ჯარებმა განდევნეს ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო". 

"ჭრილობაშეხვეული" დათუნიები ბერლინში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე. 

კაჭი ოთხთვალაზე სამხედრო მუზეუმის მშენებლობასთან. ბელორუსია, გომელის რაიონი.

ნისლიანი დილა პრაღაში: კარლის ხიდი. 

ერაყის ქალაქ მოსულიდან 30 კილომეტრზე მდებარე სოფელ ბაჯვანიიდან ადგილნაცვალი პირები, რომლებიც მოსულის მიდამოებში ბრძოლებს გაექცნენ. 

ბიჭი ფრანის გასაშვებად ემზადება პაკისტანის ქალაქ ფეშავარში. 

რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყოლილ ბიჭს, ჯამილ მუსტაფა ჰაბუშს, ჯანგბადს აწვდიან. 

"თბილისობის" დღესასწაულზე.

ბავშვი ლტოლვილთა ბანაკში, საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე. 

ბავშვები ლეინინის მავზოლეუმში შედიან მოსკოვში, წითელ მოედანზე.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი კოცნის პლაკატს წარწერით "ქალებით ტრამპისთვის".

ტაილანდელი ქალი მეფე ბჰუმიბოლ ადულიადეჯის პორტრეტით ბანგკოკის საავადმოყოფოსთან, სადაც მოათავსეს ტაილანდის მონარქი. 

პაკისტანელი ქალები ბრინჯის ყანაში მუშაობენ ლაჰორში. 

ბელორუსიაში, ბრესტის რაიონში შტოშის მოსავალს იღებენ.

ერაყის ქალაქ ქერბალაში შიიტი მუსლიმები აშურის დღესასწაულს აღნიშნავენ.

იალქნიანი ნავები იტალიის ქალაქ ტრიესტის პორტში იყრიან თავს რეგატის დაწყების წინ.

8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

მაშველს მიგრანტი ამოჰყავს წყლიდან ხმელთაშუა ზვაში, ლიბიის ნაპირიდან 20 საზღვაო მილზე. 

ინდოელი ფერმერი ინდოეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზღუდეს მიუყვება ქალაქ გურდასპურის მახლობლად. 

ავღანელი ტაქსის მძღოლები ქაბულის ერთ-ერთ ქუჩაში მგზავრების მოლოდინში.

რომის პაპი ფრანცისკე  (ცენტრში) მტრედს უშვებს ცაში თბილისში სტუმრობისას.

Georgia -- Pope Francis (C) releases a dove as a symbol of peace during a meeting with Chaldean community at the Catholic Church of St Simon Bar Sabbae in Tbilisi, September 30, 2016