დღის ფოტოები: მარტი, 2016 წ.

ჩინეთის ანტიტერორისტული შენაერთის წევრები წვრთნას გადიან სეჩუანის პროვინციაში. (ფოტო: epa)

65 წლის პანტა პეტროვიჩის სახლი ხეზე სერბიის ქალაქ პიროტის გარეუბანში. (ფოტო: epa)

მგლოვიარე სირიელი მამაკაცი ნათესავების საფლავებთან სირიის ქალაქ დარააში. ქალაქი მდებარეობს რეგიონში, რომელიც მეამბოხეთა ხელშია. (ფოტო: AFP)

გიგანტური სააღდგომო ომლეტის მომზადება საფრანგეთში (ფოტო: AFP)

უნგრეთში ტრადიციული სააღდგომო დღესასწაულისას მამაკაცები ქალებს წყალს ასხამენ. (ფოტო: Reuters)

აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა და პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში შეკრებილ ბავშვებს წიგნს უკითხავენ. (ფოტო: Reuters)

ავღანელი მამაკაცი ყოჩების ბრძოლას ადევნებს თვალს ქაბულის გაერუბანში. (ფოტო: Reuters)

მეთევზე ზღვის კულტურების მოსაშენებელ ფერმაში სამხრეთ ჩინეთში. (ფოტო: Tugo Cheng)

ბიდა სმაილოვიჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სრებრენიცის მახლობლად, პოტოკარიში, ლოცულობს თავისი მეუღლისა და ძმის საფლავებთან, სანამ უყურებდეს რადოვან კარაჯიჩის სასამართლო პროცესის ტრანსლაციას ჰააგიდან. 24 მარტი.

ბანგლადეშში მედრესეს მოსწავლეები ფეხბურთს თამაშობენ. (ფოტო: Tanveer Rohan)

ებრაელი პატიმრები და ციხის პერსონალი ესწრება ებრაელ ქალთა სალოცავი ოთახის გახსნას შრომა-გასწორების No 2 კოლონიაში, რუსეთის ქალაქ ულიანოვკაში. (ფოტო: epa)

მემარჯვენე დემონსტრანტების საპროტესტო აქცია, რომელიც ტერორიზმის ტალღის წინააღმდეგ იყო მიმართული. (ფოტო: Reuters) 

ბრიუსელის აეროპორტი 22 მარტს მომხდარი აფეთქების შემდეგ. მთლიანობაში ბელგიის დედაქალაქში მომხდარ სამ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოელ ქალთა ჯგუფი ამომავალ მზეს ეგებება მდინარე განგში განბანის შემდეგ. (ფოტო: Abhijit Banerjee)
 

ერაყელი მწყემსი ცხვარს მწყემსავს ერაყის ქალაქ აყრასთან. (ფოტო: AFP)

აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი Air Force One, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობარმა და მისი ოჯახი სხედან, კუბის დედაქალაქ ჰავანის საერთაშორისო აეროპორტს უახლოვდება. 20 მარტი.

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლები ავიაკატასტროფის ადგილზე, რომელიც 19 მარტს დონის როსტოვის აეროპორტში დაჯდომის მცდელობისას განიცადა დუბაიდან მომავალმა ბოინგ 737-800-მა. თვითმფრინავში მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა. (ფოტო: Reuters)

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე, კურთხევის ცერემონიას ასრულებს რუსეთის Soyuz TMA-20M კოსმოსური რაკეტის წინ. (ფოტო: AFP)

ფერმერი ბროკოლის მოსავალს იღებ ლიბანის ქალაქ ალ-ანსარიაში. (ფოტო: Reuters)

სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. (ფოტო: მზია საგანელიძე)

უკრაინელი სამხედრო პილოტი ნადია სავჩენკო რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლოში გამოსვლისას. 2016 წლის 9 მარტი. (ფოტო: AFP)

ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე. (ფოტო: RFE/FL)

ირანმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ალბორზის მთებში გამოსცადა შორი რადიუის რაკეტა "ყადრი". (ფოტო: AFP)

სირიელი მამაკაცი ველოსიპედზე დამასკის მახლობლად მდებარე ქალაქ დუმაში, რომელიც მეამბოხეთა ხელშია. (ფოტო: AFP)

გაწვრთნილი არწივი დრონს იჭერს პოლიციის წვრთნისას ნიდერლანდის ქალაქ კატვიკში. (ფოტო: AFP)

მოხალისე დურბინდით აკვირდება ზღვას საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის ნაპირიდან. (ფოტო: epa)

კიევში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე აგურს ესვრის რუსეთის საელჩოს კარს მას შემდეგ, რაც ის რკინის ღობეზე გადაძვრა. აქციის სხვა მონაწილეებმა საელჩოს შენობას კვერცხები დაუშინეს. ისინი რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვდნენ. (ფოტო: AFP)

მიგრანტი ბავშვები მინდორში საბერძნეთის სოფელ იდომენის მახლობლად, მაკედონიის საზღვართან. (ფოტო: Reuters)

ველოსიპედისტი და მარცვლეულის გამყიდველი სირიის დედაქალაქ დამასკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დუმაში. (ფოტო: AFP)

მხედრები ყოველწლიურ დოღზე ცაგაან ხუტულში, მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორის მახლობლად. (ფოტო: Reuters)