დღის ფოტოები: აპრილი, 2017 წ.

სტაფილოს მოსავალი ალბანეთში. (EPA/MALTON DIBRA)
 

ინდოეთის ქაშმირში, ქალაქ სრინაგარში, სტუდენტი ქვას ესვრის პოლიციელს. (REUTERS/Danish Ismail)

ხალხი ტაი ჩის ვარჯიშობს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. (REUTERS)

შვეიცარიაში ჩარლი ჩაპლინის ცნობილი გმირის, "მაწანწალის" ტანსაცმელში გამოწყობილმა 662-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მის საპატივცემულო აქციაში. (EPA/LAURENT GILLIERON)

ავღანელი გლეხები ოპიუმის წვენს აგროვებენ სულხ როდის ოლქში, პროვინცია ნანგარჰარში. (AFP PHOTO / NOORULLAH SHIRZADA)

საზამთროთი მოვაჭრეები პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. (EPA/REHAN KHAN)

წერო ბუდეს იშენებს კათოლიკური ეკლესიის სახურავზე, ბელორუსიის სოფელ ზემბინში. (AFP PHOTO / Sergei GAPON)

ბავშვები თამაშობენ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. (REUTERS/Mohammad Ismail)

აღდგომისწინა დღეები რუმინეთის სოფელ კოპაჩიუს სასაფლაოზე. (AFP PHOTO / Daniel MIHAILESCU AND DANIEL MIHAILESCU)

რუსული კოსმოსური ხომალდი "Soyuz MS-02"-ის კაფსულა, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები იმყოფებიან, ყაზახეთის ტერიტორიაზე ეშვება. (REUTERS/Kirill Kudryavtsev/Pool)

ერაყელი ბიჭები გადამწვარ ტაძარში ქალაქ ყარაყოშში. (REUTERS/Suhaib Salem)

სირიელი ბიჭი სათამაშო ავტომატით მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქ დუმაში. (AFP PHOTO / Sameer Al-Doumy)

გოგონა ლოცულობს ეკლესიაში, კოსოვოს ქალაქ გრაკანიცაში. (AFP PHOTO / Armend NIMANI)

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის რეზერვისტები სამხედრო წვრთნაზე ქალაქ შახტარსკის მახლობლად. (REUTERS/Alexander Ermochenko)

გადარჩენილი მიგრანტი მალტაში. (REUTERS/Darrin Zammit Lupi)

ცხენოსანთა შეჯიბრი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მახლობლად. (REUTERS/Omar Sobhani)

სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ნათესავები და მეგობრები სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარში. (REUTERS/Anton Vaganov)

მართლმადიდებელი მღვდელი სახანძრო წვრთნას გადის სიმფეროპოლში. (REUTERS/Pavel Rebrov)

მეამბოხეთა კოტროლქვეშ მყოფ ქალაქ ხან შეიხუნში სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ სავარაუდო ქიმიური იერიშის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს. დაუდგენელი გაზის ზემოქმედებით 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. (AFP PHOTO / Mohamed al-Bakour)

ქალი ამომრჩეველთა სიას კითხულობს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებისას. (Vahan Stepanyan/PAN Photo)

გოგონა იცინის ერაყის ქალაქ მოსულის ქუჩაში, რომელიც ფედერალურ პოლიციასა და "ისლამურ სახელმწიფოს" შორის შეტაკებების ხაზთან ახლოს მდებარეობს. (REUTERS/Andres Martinez Casares)

უკრაინის არმიის სამხედროები ცეცხლს უშენენ სეპარატისტთა პრორუსულ შენაერთებს დონეცკის რეგიონში. (AFP PHOTO / ANATOLII STEPANOV)

ჩინეთის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი წვრთნას გადის. (REUTERS)