დღის ფოტოები: იანვარი, 2017 წ.

ერაყელი ბიჭი ფლამინგოებთან ერთად ერაყის ქალაქ ნაჯაფის ბაზარში. (AFP/Haidar HAMDANI)

მამალების კონკურსი ჩინეთში. (ფოტო: REUTERS)

ფეხსაცმელებით მოვაჭრე ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი შარიფში. (AFP PHOTO/Farshad Usyan)

თეთრკუდა არწივი თევზს იჭერს ვლადივოსტოკში. (Smityuk/ТАСС)

ბიზონები სოფელ რიბნიცასთან, მინსკიდან 290 კილომეტრზე. (AFP PHOTO/Sergei Gapon)

ქარიშხალი უახლოვდება ადგილს, სადაც გრიგალმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა აშშ-ში, ჯორჯიის შტატში. (EPA/MARK WALLHEISER)

ქოლგებით მოვაჭრე ავღანეთის ქალაქ ჰერათში. (epa/Jalil Rezayee)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლის თანხლებით, სამხედრო სალამს აძლევს აბრაჰამ ლინკოლნის ქანდაკებას, საინაუგურაციო კონცერტის დაწყებამდე. (Jonathan Ernst/REUTERS)

მეთევზე გაყინულ მდინარე ენისეიზე, ტრანსციმბირის სარკინიგზო ხაზის ხიდთან თევზაობს 35-გრადუსიან ყინვაში. (REUTERS/Ilya Naymushin)

ბიჭი ცეცხლის პირას დამასკის ალყაშემორტყმულ რაიონ დოუმაში. (REUTERS/Bassam Khabieh)

მაშველი დახმარებას უწევს დაშავებულ მამაკაცს თეირანში, ჩამონგრეული სავაჭრო ცენტრის, "პლასკოს" წინ. (EPA/ABEDIN TAHERKENAREH)

ერაყის სპეცდანიშნულების რაზმის დაჯავშნული ავტომობილი მოსული დიდი მეჩეთის მახლობლად. (AFP PHOTO/Dimitar DILKOFF)

ფერადი საბნით დაფარული ძროხა კოსოვოში. (REUTERS/Hazir Reka)

ავღანელი ბიჭები თოვლში თამაშობენ ქაბულის გაერუბანში. (REUTERS/Mohammad Ismail)

ბოლოშავა კენკრას ჭამს ცენტრალურ უკრაინაში.

ქუჩის მსახიობი დათვს აცეკვებს პაკისტანის ქალაქ რავალპინდის ქუჩაში. 

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად ჩამოვარდნილი თურქული სატვირთვო თვითმფრინავის ნაწილი. 

ცხენოსანთა შეჯიბრი რუმინეთში.

Romania -- A horse and a rider fall in the snow during a race that followed the celebration of an Epiphany religious service, in Pietrosani, Prahova county, Romania January 6, 2017.

ქალი ბავშვის ეტლით თოვლიან მინსკში.

ქალი ძაღლს ასეირნებს კანადის დედაქალაქ ოტავის ერთ-ერთი არხის პირას. 

სირიელი მამაკაცი მოტოციკლეტით ქალაქ დუმის სასაფლაოსთან. 

ნათლისღების დღეს მამაკაცები ცეკვავენ ბულგარეთის ყინულოვან მდინარე ტანჯაში.

ნეპალში მომუშავე მოხუცი ინდოელი მუშა ცეცხლთან თბება. 

ნისლშ გახვეული ცათამბჯეტი ჩინეთის ქალაქ იანჯოუში. 

მიწის თხილით მოვაჭრე პაკისტანის ქალაქ ფეშავარში. 

პაკისტანის ქალაქ ყუეტაში ბიჭს პოლიომიელიტის წინააღმდეგ ვაქცინაციას უტარებენ.

თურქეთის პოლიციელები 1 იანვარს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ადგილს იცავენ.