დღის ფოტოები: მარტი, 2017 წ.
ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები სურათების გადასაღებად პოზირებენ ჩინეთში.(REUTERS)
ადგილნაცვალი ერაყელები, რომლებიც ელოდებიან მოსულის მახლობლად მდებარე ჰამამ ალ-ალილის ბანაკში შესვლას (REUTERS/Suhaib Salem)
რუსი ხელოვანის, დანიილ სუდნევის გრაფიტი მოსკოვში. ცენტრში გამოსახულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. (EPA/YURI KOCHETKOV)
მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი გზას უკეტავს პოლიციის მანქანას, რომლითაც ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი ალექსეი ნავალნი გადაჰყავთ. (REUTERS/Maxim Shemetov)
ჩრდილოეთის ციალი ნორვეგიის ცაზე (AFP PHOTO / Jonathan NACKSTRAND)
სატვირთო მანქანები ტრასაზე რუსეთის ხაკასიის რესპუბლიკაში, ქალაქ აბაკანის ჩრდილოეთით. (REUTERS/Ilya Naymushin)
მოხარშული კვერცხით მოვაჭრე ავღანელი ბიჭი მუშტრის მოლოდინში ქაბულის გარეუბანში. (REUTERS/Mohammad Ismail)
ხნიერი ქალი საბჭოთა კავშირის დროშით ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში. (AFP PHOTO / Sergei GAPON)
70 წლის მოჰამად მოჰიედინ ანისი თავის დანგრეულ ბინაში, სირიის ქალაქ ალეპოს იმ ნაწილში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ.
ულტრაორთოდოქსი იუდეველი ბავშვები ქუჩაში იერუსალიმის ქუჩაში მიაბიჯებენ.
(AFP PHOTO / MENAHEM KAHANA)
კიევში, სექსმუშაკების მარშზე, მომღიმარი პოლიციელები უყურებენ ნიღბიან მამაკაცს, რომელსაც უჭირავს პლაკატი წარწერით: "მუშა და არა ბოროტმოქმედი". (AFP PHOTO / Sergei SUPINSKY)
მაკედონიაში ხალხს წითელი და ყვითელი ქოლგები უჭირავს დემონსტრაციაზე, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ ალბანური ენისთვის უფრო ფართო უფლებების მინიჭებას (REUTERS/Stringer)
ირანელი ტყუბი გოგონები რელიგიურ ცერემონიაზე ირანში. (EPA/ABEDIN TAHERKENAREH)
წვიმის გუბე ინდოეთის სოფელ შიმლაში. (AFP PHOTO / STR)
ერაყის სამთავრობო ჯარები უტევენ ქალაქ მოსულს, რომელსაც ტოვებენ სამოქალაქო პირები. (AFP PHOTO / AHMAD AL-RUBAYE)
ადგილნაცვალი ერაყელი ქალები ევაკუაციას ელოდებიან ქალაქ მოსულის მახლობლად, სადაც ერაყის ჯარები ებრძვიან ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს". (REUTERS/Zohra Bensemra)
მუშა წმენდს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის სურათს ისლამაბადში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტისთვის მზადებისას.
(Reuters/Caren Firouz)
ავღანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი ქაბულში პოლიომიელიტის ვაქცინაციას უტარებს ბავშვს (AFP PHOTO / SHAH MARAI)