გიგლა მიქაუტაძე მოგების გადასახადის გაუქმებაზე

Your browser doesn’t support HTML5

4 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორი. მან ილაპარაკა მთავრობის იდეაზე - მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ. გიგლა მიქაუტაძე თვლის, რომ ეს წაახალისებს მოგების რეინვესტირებას. რესპონდენტის აზრით, უმჯობესი იქნება მოგების გადასახადის გაუქმების ე.წ. "ესტონური მოდელის" გამოყენება, როცა მიღებული მოგება მხოლოდ მისი კომპანიიდან გატანის შემთხვევაში დაიბეგრება.