ტრამპი პაკისტანისა და ავღანეთის მიმართ აშშ-ის ახალ სტრატეგიაზე

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 აგვისტოს ილაპარაკა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე პაკისტანსა და ავღანეთში. ფორტ-მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას ტრამპმა გააფრთხილა პაკისტანი, რომელიც, მისი თქმით, თავშესაფარს აძლევს „ქაოსის, ტერორისა და ძალადობის წარმომადგენლებს“. რაც შეეხება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნას, ტრამპმა თქვა, რომ მისი ახალი სტრატეგია დამყარებული იქნება ადგილზე შექმნილ პირობებზე და არა წინასწარ გაწერილ კალენდარზე.