„ჯამბაზები საახალწლო ქალაქიდან“

„მე მქვია ნინა, 22 წლის ვარ.  ვსწავლობ სამხატვრო აკდემიაში. მიყვარს ცეკვა. ბავშვები არ მიყვარდა, მაგრამ, როგორც  აღმოჩნდა,  კარგად ვეწყობი“.

ზურა,  22 წლის:  „ ვსწავლობ საქართველოს  საავიაციო უნივერსიტეტში.  აქ ყოფნა არც სწავლაში მიშლის ხელს  და არც  სამსახურში.  თან, „იოლი“  ფულია”.

ნათია, 23 წლის:  „გრუზმენას“ მეძახიან. აქ ვარ იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა ჯამბაზი ვყოფილიყავი.  მეხუთე წელია, რაც  ესე ვმუშაობ.  ჩემთვის შემოსავლიანი სამსამხურია. თბილისში გოგო ჯამბაზებში ნომერ პირველი ვარ“.

ნოდარი: „ვარ 19 წლის, ვსწავლობ  თსუ-ში, ჟურნალისტიკის და  მასობრივი კომუნიკაციის ფაკლუტეტის პირველი კურსზე. საახალწლოდ ვართობ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს. პირველად ვარ და კარგადაც გამომდის. ერთი შეხედვით, სამუშაო ადვილია, მაგრამ დღის ბოლოს რომ გადახედავ, ძალიან იღლები.  6 ან 7 საათი ვმუშაობ. გააჩნია, ხალხი რამდენი იქნება“.

ლენა: „3 წელი თურქეთში ვმუშაობდი ანიმატორად. საქართველოში სტუმრად ჩამოვედი და შემთხვევით ჯამბაზის ვაკანსია ვნახე.  ვცადე ძალები მომესინჯა. მომწონს“.

მარიამი,  21 წლის: „ანიმატორობა მომწონს, იმიტომ რომ ბავშვებთან უერთიერთობა  მიყვარს. ახალი წელი ჩემთვის საუკეთესო დღესასწაულია, ანიმატორობა კი სამსახურზე მეტი“.