ევროპის ლიდერები აღმოსავლელ მეზობლებს მასპინძლობენ

Your browser doesn’t support HTML5

ევროკავშირის ლიდერებს განზრახული აქვთ, გაღრმაონ ურთიერთობა აღმოსავლელ მეზობლებთან. 24 ნოემბერს ბრიუსელი მასპინძლობს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მორიგ სამიტს საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. პარტნიორობის მიზნად გამოცხადებულია დასავლური ფასეულობების გავრცელება და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. მოსალოდნელია, რომ სომხეთი და ევროკავშირი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ისტორიაში პირველად, სამიტზე მიიწვიეს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც.