ერდოანი და პუტინი შეხვედრას მართავენ ურთიერთობათა გამოსასწორებლად

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანკარაში. 2014 წ. 1 დეკემბერი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დღეს მოლაპარაკებას მართავენ ურთიერთობებში დაძაბულობის მოსაგვარებლად. სანკტ-პეტერბურგში 9 აგვისტოს შეხვედრების დაწყების წინა დღით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ ერდოანმა უთხრა, რომ მას სურს ურთიერთობების თავიდან, ახალი „ფურცლიდან“ დაწყება, რათა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა განახლდეს. ანკარის და მოსკოვის ურთიერთობებში "ახალი გვედრის" დაწყება მოხდება სხვათა შორის სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის სახით. ორმხრივი ურთიერთობა ორ ქვეყანს შორის გაფუჭდა მას მერე, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო სირიის საზღვართან. რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს და თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 90 პროცენტამდე შემცირდა.