ერევანში ზეიმობენ სერჟ სარგსიანის გადადგომას

Your browser doesn’t support HTML5

გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რითაც შეასრულა ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა. სარგსიანი პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სარგსიანს, ფაქტობრივად, უვადოდ ტოვებდა ქვეყნის ლიდერის პოსტზე. სომხეთის დედაქალაქში ზეიმობენ სერჟ სარქისიანის გადადგომას.